2022-12-07 17:53:04
ვინმეს რამე ილუზია არ ჰქონდეს, ამ „ომის პარტიას“, ამ ამრევებს და „ლუზერებს“ არ შემოვატანინებთ რაიმე არეულობას – ღარიბაშვილი

ვინმეს რამე ილუზია არ ჰქონდეს, რომ ამ „ომის პარტიას“, ამ ამრევებს და „ლუზერებს“ არ შემოვატანინებთ რაიმე არეულობას, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაცმოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველა, ვინც ქვეყანაში არეულობის შექმნას შეეცდება, საკადრისი პასუხი გაეცემა.

„მინდა ეს კიდევ ერთხელ დავაფიქსირო - არ არის საინტერესო ისინი რას იტყვიან, საქართველოში ვერავინ ვერაფერს არევს და ვერაფერს მოაწყობს, იმიტომ რომ ყველას მიეზღვება და გაეცემა საკადრისი პასუხი. ბოლო კარტი გამოიყენეს სააკაშვილის ჩამოყვანით. ეს სისულელე ჩაადენინეს და ნახეთ, როგორ დასრულდა - ფიასკოთი, სრული ფიასკოთი. ვინმეს რამე ილუზია არ ჰქონდეს, რომ ამ „ომის პარტიას“, ამ ამრევებს და „ლუზერებს“ არ შემოვატანინებთ რაიმე არეულობას. პირიქით, ჩვენ გვინდა მშვიდობა, ისეთი როგორიც არის დღეს ჩვენთან, სტაბილურობა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მეტი სამუშაო ადგილი, კეთილდღეობა, განვითარება და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება“, - განაცხადა პრემიერმა.

ამავე თემაზე