2022-06-23 19:10:03
უკრაინა იმედგაცრუებულია ისრაელის მთავრობისგან მიღებული მატერიალური და დიპლომატიური მხარდაჭერის დონით – ზელენსკი

უკრაინა იმედგაცრუებულია ისრაელის მთავრობისგან მიღებული მატერიალური და დიპლომატიური მხარდაჭერის დონით, – ისრაელის მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის სტუდენტებთან და ფაკულტეტის წევრებთან ონლაინშეხვედრაზე განაცხადა.

„სამწუხაროდ, დახმარების უმეტეს ნაწილზე, რომელიც გვსურს, ისრაელისგან მივიღოთ, ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ მივიღეთ ეს დახმარება. გთხოვთ, დაიმახსოვროთ, რამდენად მჭიდროდ ვართ დაკავშირებული, როგორია ჩვენი კავშირები და როგორი უნდა იყოს ჩვენ შორის ურთიერთგაგების დონე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამავე თემაზე