2022-06-23 18:55:10
ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ ოლიგარქიისგან თავისუფალ სახელმწიფოს – სტუდენტების მანიფესტი

სტუდენტები ევროპული მომავლისთვის - ახალგაზრდებმა სპეციალური მანიფესტი შეიმუშავეს. მანიფესტის გარშემო საქართველოში არსებული 15-მდე კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გაერთიანდნენ. 

"ჩვენ საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ ევროპულ მომავალს!

გელოდებით ხვალ, პარლამენტის წინ სტუდენტური მანიფესტის პრეზენტაციაზე !

ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ ევროპას

ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ ოლიგარქიისგან თავისუფალ სახელმწიფოს.

ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანას

ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ სიტყვის თავისუფლებას.

ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ ევროპულ განათლებას.

ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ დამოუკიდებელ სასამართლოს.

ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ სამართლიან არჩევნებს

ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ თანასწორობას.

ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ წარმატებულ ეკონომიკას

ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ ღირსეულ სამუშაო გარემოს.

ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ ანტირუსეთულ პოლიტიკას.

ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ თავისუფალ, მშვიდობიან, ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრებას.

მანიფესტს ამ ეტაპზე უერთდებიან 15 უნივერსიტეტის სტუდენტები ! გელოდებით ყველა უნივერსიტეტის სტუდენტს !," - წერია მანიფესტში.

ამავე თემაზე