2022-06-23 17:50:11
აშშ-დან გაგზავნილი HIMARS-ის სარაკეტო სისტემები უკრაინაში ჩავიდა

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის ​ ინფორმაციით, უკრაინაში ჩავიდა აშშ-დან გაგზავნილი მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემები HIMARS. რეზნიკოვი ამერიკელ კოლეგას დახმარებისთვის მადლობას უხდის.

„დიდი მადლობა ჩემს კოლეგასა და მეგობარს, ლოიდ ოსტინს ამ ძლიერი იარაღისთვის! ზაფხული ცხელი იქნება რუსი ოკუპანტებისთვის და უკანასკნელი ზოგიერთი მათგანისთვის,“ - წერს ის "ტვიტერზე".

ამავე თემაზე