2022-06-23 17:01:13
მომდევნო რამდენიმე თვეში რუსეთი მივა იმ წერტილამდე, საიდანაც წინ წასვლის ძალა აღარ ექნება, რადგან ამოწურავს საკუთარ რესურსებს – ჯონსონი

ჩვენი თავდაცვის დაზვერვის სამსახურს მიაჩნია, რომ მომდევნო რამდენიმე თვეში რუსეთი მივა იმ წერტილამდე, საიდანაც წინ წასვლის ძალა აღარ ექნება, რადგან ამოწურავს საკუთარ რესურსებს – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა 3 ევროპულ გამოცემასთან გამართულ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენი თავდაცვის დაზვერვის სამსახურს მიაჩნია, რომ მომდევნო რამდენიმე თვეში რუსეთი მივა იმ წერტილამდე, საიდანაც წინ წასვლის ძალა აღარ ექნება, რადგან ამოწურავს საკუთარ რესურსებს. მაშინ ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას რომ შეატრიალოს დინამიკა. მე ამაზე ვიდავებ დიდი შვიდეულის სამიტზე (გერმანიაში). ვინაიდან უკრაინელები არიან კონტრშეტევის დაწყების პოზიციაში, ამას მხარი უნდა დავუჭიროთ აღჭურვილობით, რომელსაც ისინი ჩვენგან ითხოვენ.“ - განაცხადა ჯონსონმა.

ამავე თემაზე