2022-06-23 15:22:13
რომ გვეომა, ჩვენც მოგვცემდნენ კანდიდატის სტატუსს – კობახიძე

ჩვენ ვართ პასუხისმგებლები იმაზე, რომ საქართველო არის მოწინავე აბსოლუტურად ყველა პარამეტრით. შეგიძლიათ ჩახვიდეთ უკრაინასა და მოლდოვაში და ნახავთ, რომ საქართველო ყველა მიმართულებით წინ არის უკრაინასა და მოლდოვაზე. ეს არის ისეთი რეალობა, რასაც წყალი არ გაუვა, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ პირდაპირ გვითხრეს - უკრაინამ იომა და მხოლოდ ამის გამო მისცეს სტატუსი. ეს თქვა პირდაპირ მაკრონმა. მან პირდაპირ თქვა, რომ უკრაინას არ ეკუთვნის კანდიდატობა, მაგრამ იომა და აძლევენ კანდიდატის სტატუსს. რომ გვეომა, ჩვენც მოგვცემდნენ კანდიდატის სტატუსს, მაგრამ მე მგონია, რომ ომს ჯობდა გვქონოდა ის სტატუსი, რასაც გვაძლევენ, თუმცა აღიარებული პერსპექტივით“, - განაცხადა კობახიძემ.

ამავე თემაზე