2021-12-03 19:26:47
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო ცვლილებები იმ სახით მივიღოთ, როგორც ის პირველი მოსმენით არის დამტკიცებული – ვაშაძე

საკონსტიტუციო ცვლილებები „ქართული ოცნებისთვის“ იქნება ტესტი, დასავლური და ევროპული მიმართულებით სიმბოლურად მაინც თუ აგრძელებენ ინტეგრაციას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, გიორგი ვაშაძმ განაცხადა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება არის დასავლელი პარტნიორების მოთხოვნაც.

„საკონსტიტუციო ცვლილებები „ქართული ოცნებისთვის“ იქნება ტესტი, დასავლური და ევროპული მიმართულებით სიმბოლურად მაინც თუ აგრძელებენ ინტეგრაციას, თუ უარს ამბობენ დასავლურ გზაზე. ეს შეთანხმება და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება არის როგორც ჩვენი, ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოთხოვნა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მეორე და მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები იმ სახით მივიღოთ, როგორც პირველი მოსმენით არის დამტკიცებული“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამავე თემაზე