2021-04-08 19:51:31
მელია დღეს პატიმრობაში რომ რჩება, ამაში დიდი წვლილი მიუძღვით მის კოლეგებს, რომლებმაც შეთანხმებაზე უარი განაცხადეს – თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ნიკა მელია დღეს პატიმრობაში რომ რჩება, ამაში დიდი წვლილი მიუძღვით მის კოლეგებს, რომლებმაც შეთანხმებაზე უარი განაცხადეს.

საქართველოს პირველ არხთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ნიკა მელიას პატიმრობაში ყოფნა სჭირდებათ და ამაზე გარკვეულ გეგმებს აწყობენ.

„სასამართლოს გადაწყვეტილების წინასწარი პროგნოზირება ჩემი კომპეტენცია არ არის, თუმცა პოლიტიკურ მოლაპარაკებებში ჩვენი პოზიცია მკაფიოდ დავაფიქსირეთ. პირველ რიგში მთავარია რეფორმები, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განხილული იყო შესაბამისი მექანიზმები გირაოს გადახდის შემთხვევაში, თუნდაც ამნისტიის საკითხი, რაც ევროპელმა მედიატორმა შემოგვთავაზა. სამწუხაროდ, ვნახეთ, რომ ოპოზიციამ უარი თქვა შეთანხმებაზე, მათ შორის ნიკა მელიასთან დაკავშირებით გამოსავლის ძიებაზე. შესაბამისად, მელია დღეს პატიმრობაში რომ რჩება, ამაში ძალიან დიდი წვლილი მის კოლეგებს მიუძღვით, რომლებმაც შეთანხმებაზე უარი განაცხადეს“, – აცხადებს თალაკვაძე.

ამავე თემაზე