2021-04-08 18:57:02
შემიძლია გითხრათ, რომ მომავალ კვირას 5-ვე საკითხთან დაკავშირებით დაიდება ახალი შინაარსის დოკუმენტი - ვაშაძე

მე მომავალ კვირაში ველოდები ამ მოჯადოებული წრის გახსნის მექანიზმს, თუ მესამე რაუნდი ჩაინიშნა, ის შეთანხმებით დამთავრდება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, მას ჰქონდა კომუნიკაცია ფასილიტატორებთან და უკვე მომავალი კვირისთვის, მოვლენების განვითარების სამ ვარიანტს ელის - მესამე რაუნდის დაწყების თარიღს, დოკუმენტის ახალ შინაარსს, ან პირდაპირ მოლაპარაკების დანიშვნას მომავალ კვირას. 

„რამდენი ხანი უნდა გაიწელოს ეს პროცესი?! წერტილი უნდა დავსვათ ამ საკითხში. შესაბამისად, მე მაქვს ძალიან მარტივი სტრატეგია ამ მოლაპარაკებებში და მედიატორებს არა მარტო ვთხოვ, არამედ გარკვეული ვალდებულებაა მათიც, რომ ეს როლი შესრულდეს. შარლ მიშელი რომ იყო ჩამოსული, 5 პუნქტი დაიწერა, მათ შორის, პოლიტპატიმრების საკითხი და რიგგარეშე არჩევნების საკითხებიც და 5-ვე ამ საკითხზე გადაწყვეტა უნდა დაიდოს.

შემიძლია გითხრათ, რომ 5-ვე საკითხთან დაკავშირებით დაიდება დოკუმენტი. მე გეტყვით პრონციპებს და არა შინაარსს. პრინციპებია: პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ჩანაწერი, როგორ მივდივართ რიგგარეშე არჩევნებამდე, რაც იმას კი არ ნიშნავს, რომ გარანტირებულად იქნება რიგგარეშე არჩევნები, არამედ ნიშნავს იმას, რომ ხალხი გადაწყვეტს, უნდა იყოს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. ჩემთვის ყველაზე სწორი ასეთი ვერსია არის პლებისციტი,“ - განაცხადა ვაშაძემ ,,პალიტრანიუსის". 

ამავე თემაზე