2021-04-08 18:45:55
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არ მოხდება დაპირისპირება - ლომჯარია ხვალინდელ აქციაზე

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია გია გაჩეჩილაძის მიერ დაანონსებულ ხვალინდელ აქციას ეხმაურება და იმედოვნებს, რაიმე სახის პროვოკაცია და დაპირისპირება არ იქნება.

,,ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის იმ ადამიანებსაც, ვინც ხვალ აპირებს მიიღოს შეკრებაში მონაწილეობა. თუმცა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არ მოხდება დაპირისპირება, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, პარლამენტის წინაც არის კონკრეტული ადამიანების ჯგუფი, რომლებიც აპროტესტებენ გარკვეულ პოლიტიკურ მოვლენებს. იმედი მაქვს, რომ ყველას მიეცემა გამოხატვის და შეკრების თავისუფლების სარგებლობის საშუალება და აქცია იქნება სრულიად მშვიდობიანი და არ ექნება არანაირ პროვოკაციას ადგილი",-თქვა ნინო ლომჯარიამ.

ცნობისთვის, "საქართველოსა და ქართველი ხალხის მარადისობის დღე", ხვალ, 13:00 საათზე ევროპის მოედანზე სწორედ ამ სახელით გამართავს მდუმარე აქცია მომღერალი გია გაჩეჩილაძე [უცნობი].  

ამავე თემაზე