2021-04-08 18:36:30
მუხთარლის საქმემ ქვეყნის იმიჯი დააზიანა, ვისი პრემიერობისას მოხდა, ხალხმა იცის - სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმემ საქართველოს იმიჯი დააზიანა.

"რა თქმა უნდა, ეს არ იყო კარგი და სასიამოვნო ამბავი, თუმცა, დეტალები, ვინ იყო ამაში ჩართული, ვინ ვისი ბრძანებით გააკეთა, ვისი პრემიერობის დროს, ვინ იყო მაშინ ეს გადაწყვეტილების მიმღები პირი და ასე შემდეგ, ეს საზოგადოებამ ყველაფერი იცის, რაც შეეხება გამოძიების ნაწილს, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს" - თქვა სამხარაძემ.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი გატაცების შემდეგ ქვეყანაში პირველად 2021 წლის 7 აპრილს შემოუშვეს.  

ამავე თემაზე