2021-04-08 17:56:19
"არანაირი საუბარი არ ყოფილა, მესამე ენაზე კითხვებს არ ვუპასუხებ" - აფგან მუხთარლის გამოკითხვა ვერ შედგა

ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მიუხედავად ხანგრძლივობისა, დღეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სრულყოფილი გამოკითხვა ვერ მოხერხდა, მიზეზი თარგმანთან დაკავშირებული პრობლემები გახდა.

"ამ დრომდე, პროკურატურას არ გადმოუცია შეკითხვები აზერბაიჯანულ ენაზე. შესაბამისად, არანაირი საუბარი არ ყოფილა. მესამე ენაზე კითხვებს არ ვუპასუხებ. 4 საათი უბრალოდ ვისხედით, არაფერზე გვისაუბრია. ხვალ ახალი თარჯიმანი გვეყოლება, ასე რომ, პროცედურა ხვალ გაგრძელდება. ვიცი, თურქულ ენაზეც შეგვეძლო გველაპარაკა, თუმცა, თურქულიც არ ვიცი იმ დონეზე, რომ დაკითხვა შემდგარიყო. ვნახოთ, ხვალ რა იქნება,"-აცხადებს ჟურნალისტი.

ამავე თემაზე