2021-04-08 17:33:00
5-დღიანი კარანტინით გალელი თანამოქალაქეებისთვის დამატებითი ბარიერები შეიქმნა - ლომჯარია

სახალხო დამცველი მდინარე ენგურის კვეთისას ოთხი პირის გარდაცვალებას ეხმაურება და აცხადებს, რომ გარდა სხვა არსებული პრობლემებისა, საქართველოს ხელისუფლებამ გალელ თანამოქალაქეებს დამატებითი ბარიერები შეუქმნა.

„მთავარი პრობლემა არის, რომ პანდემიამდეც იყო ეს პრობლემა, დაკეტილია გადასასვლელი პუნქტები. ბოლო ერთი წელია, გალში მცხოვრები მოსახლეობა არის სრულ იზოლაციაში. როდესაც არ იყო შეზღუდვები, 1000-1500 ადამიანი კვეთდა ხიდს, დღეს 20-30 ადამიანი კვეთს. ეს რიცხვებიც აჩვენებს, რამხელა საჭიროება აქვთ და როგორ აქვთ შეზღუდული გადაადგილება. 

რა თქმა უნდა, ეს არის, პირველ რიგში, საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობა. თუმცა, ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დამატებითი ბარიერები შეუქმნა ხუთდღიანი კარანტინის დაწესებით ჩვენს მოქალაქეებს და ბევრისთვის ეს არის ბარიერი. ვისაც აქვს უფლება გადმოსვლის, ისინიც კი ცდილობენ, გვერდის ავლით გადმოვიდნენ. ეს არ არის პირველი შემთხვევა და ვფიქრობ, ხელისუფლება მეტი გულისყურით უნდა მოეკიდოს გალში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.  

ამავე თემაზე