2021-03-29 12:57:49
რა არის მიოკარდიტი

მიოკარდიტი გულის კუნთის ანთებაა. იგი აზიანებს გულის კუნთს  და მოქმედებს მის ელექტრულ გამტარ სისტემაზე. აქვეითებს გულის, როგორც ტუმბოს ფუნქციონირებას, იწვევს არითმიებს.

მიოკარდიტს უფრო ხშირად იწვევს ვირუსული დაავადება,მათ შორის ახალი კორონავირუსი,  თუმცა შეიძლება იყოს აუტოიმუნური (მაგ. ჰაშიმოტოს თირეოიდიტი, გრეივსის დაავადება), გარკვეული მედიკამენტების ზემოქმედების შედეგი ან სხვა ანთებითი დაავადებების გამოვლინება.

შესაძლებელია ვერ დადგინდეს გამომწვევი მიზეზი. ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ იდიოპათიურ მიოკარდიტზე.

მძიმედ მიმდინარე მიოკარდიტი იწვევს გულის კუმშვადი ფუნქციის დარღვევას, რაც განაპირობებს სხვა ორგანოების სისხლმომარაგების დეფიციტს. თრომბების წარმოქმნას, თრომბოემბოლიურ გართულებებს, რომლის გამოვლინებაა გულის მწვავე შეტევა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა.  

 დაავადების სიმპტომებია:

  • ტკივილი გულის არეში
  • რითმის დარღვევა
  • სუნთქვის უკმარისობა
  • სითხის შეკავება
  • დაღლილობა
  • ვირუსული ინფექციის სხვა ნიშნები როგორიცაა თავისა და სახსრების ტკივილი, ცხელება, ტკივილი ყელის არეში, დიარეა

გამომწვევი მიზეზები:

ვირუსები. განსაკუთრებით ადენოვირუსი, B ან C ჰეპატიტი, კოვიდ-19, პაროვირუსი (ძირითადად ბავშვებში), მარტივი ჰერპესის ვირუსი

ბაქტერიები: სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, დიფტერიის გამომწვევი ტკიპა, რომელიც იწვევს ლაიმის დაავადებას.

პარაზიტები: ტრიპანოსომა და ტოქსოპლაზმა, მათ შორის პარაზიტები, რომელთა გადამტანია მწერები

სოკო:  კანდიდა, ასპერგილუსი, ჰისტოპლაზმა

მედიკამენტები, არალეგალური აბები, რომლების იწვევენ ალერგიულ ან ტოქსიკურ ზემოქმედებას მიოკარდიუმზე. კიბოს სამკურნალო პრეპარატები, კოკაინი, ანტიკონვულსანტები,  ქიმიური პრაპარატები ან რადიაცია.

       გართულებები:

გართულებულ მიოკარდიტს მივყავართ გულის კუნთის ისეთ შეუქცევად დაზიანებაზე, რაც განაპირობებს:

  • გულის, როგორც ტუმბოს ფუნქციის დარღვევას, გულის ღრუების გადიდებას, რაც საჭიროს ხდის ე.წ. მარცხენა პარკუჭის დამხმარე მოწყობილობის იმპლანტაციას, ან გულის გადანერგვას.
  • გულის მწვავე შეტევას ან ინსულტს.
  • არითმიებს
  • უეცარ კარდიულ სიკვდილს

        პრევენცია:

მიოკარდიტის სპეციფიური პრევენციული ღონისძიებები არ არსებობს, თუმცა არის ზოგადი რეკომენდაციები, რაც შესაძლებელია დაგეხმაროთ ინფექციის თავიდან არიდებაში.

 მოერიდეთ ადამიანს, ვისაც აქვს ვირუსული ან გრიპის მსგავსი დაავადება, სანამ არ გამოჯანმრთელდება. ასევე თუ თქვენ ხართ ავად, მოერიდეთ სხვა ადამიანებს.

 დაიცავით ჰიგიენა: რეგულარულად დაიბანეთ ხელები, რაც დაგეხმარებათ დაავადების გავრცელების შეფერხებაში.

 დაიცავით თავი, რათა აიცილოთ ისეთი ინფექციებით დასნებოვნება, როგორიცაა შიდსი (მხედველობაშია უსაფრთხო სექსი და აკრძალული ნარკოტიკების გამოყენება)

მინიმუმამდე დაიყვანეთ ტკიპების ზემოქმედება: თუ თქვენ ატარებთ დროს ისეთ გარემოში, სადაც ტკიპების არსებობის ალბათობა დიდია, ჩაიცვით გრძელსახელოებიანი პერანგი და შარვალი რათა დაფაროთ კანის დიდი ნაწილი. გამოიყენეთ გარეგანი ზემოქმედების პრეპარატები ტკიპების და მწერებისაგან დასაცავად.

 ჩაიტარეთ ვაქცინაცია. იყავით რეკომენდირებული ვაქცინაციების კურსში. მათ შორის ისეთში, რომელიც იცავს კოვიდ-19-ის, წითურასა და გრიპისგან. დაავადებებისგან, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ მიოკარდიტი.

თუ გადატანილი ინფექციური ან ვირუსული დაავადებების შემდეგ გრჩებათ ჩივილები, გაქვთ ტკივილი გულის არეში, სუნთქვის უკმარისობა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს!

სპეციალისტთან კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 2 51 70 08

ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი

მის: ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5

 

 

ამავე თემაზე