2021-02-23 19:28:04
დღეს განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყანაში შექმნა ახალი პოლიტიკური რეალობა - სამადაშვილი

დღეს განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყანაში შექმნა ახალი პოლიტიკური რეალობა - ამის შესახებ განცხადება, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და ელჩების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

"დღეს განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყანაში შექმნა ახალი პოლიტიკური რეალობა. ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფასილიტატორ ელჩებს და დიპლომატიულ კორპუსს გავაცნოთ ჩვენი შეხედულებები, ჩვენი შეფასებები, თუ რა მდგომარეობაა შექმნილი ქვეყანაში და ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს მათი როლი, იმაში, რომ ჩვენ დავიწყოთ ამ კრიზისიდან გამოსვლა. ჩვენ ვაპირებთ კომპლექსურად ვისაუბროთ ყველა იმ საკითხზე, რაც შეეხება უკანსაკნელ პერიოდში დასავლეთიდან საქართველოსადმი განხორციელებულ პოლიტიკას, რათა ადეკვატური იყოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების ზეწოლა ხელისუფლებაზე", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა შეხვედრის წინ.

ამავე თემაზე