2021-02-23 18:18:23
ვაპირებ პარლამენტთან დავრჩე, დაიწყება მორიგეობა - უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, პოლიტიკური ლიდერებისა და აქტივისტების ნაწილი დღეს რუსთაველის გამზირზე დარჩენას გეგმავენ.

„ნიკა მელიას დღეს გავრილოვი ჩაუდეს და ამის გამო დააპატიმრეს, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ სიცივეა, სეზონი არაა, კომენდანტის საათია, ჯერ კიდევ თითოეული ჩვენგანი პირბადეებით დავდივართ, ვცდილობთ საკუთარი თავები და სხვებიც დავიცვათ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მთავრობა უკანასკნელია მსოფლიოში და ავღანეთმაც კი დაიწყო ვაქცინაცია, ყველაფერი ამის მიუხედავად, აღარ გვაქვს ფუფუნება თბილად ვისხდეთ. სისულელეა, თითქოს, კარავი ამახინჯებს იერს, გასასვლელი არაა, ბიგბენის გვერდითაც დგას ასეთი კარვები. მე ჩვენს მეგობრებთან ერთად დღეს ვაპირებ დავრჩე აქ, იმიტომ, რომ ამ უგუნურებისგან თავდასხმის საფრთხე ძალიან დიდია. დაიწყება მორიგეობა და ყველა პოლიტიკური ლიდერი შეძლებისდაგვარად, ჯანმრთელობა როგორც მისცემთ ამის საშუალებას, ამ ფერხულში ჩაერთვება. იმედი მაქვს, ბევრი თქვენგანიც. ამაღამ კრიტიკული ღამეა, ახლა ხომ იცით ბევრნი ვართ, თან აღარ გაგვაღიზიანეს, დილით საზიზღრობა ჩაიდინეს და როგორც კი შევცოტავდებით, ტურებივით შეიძლება მოგვეპარონ და ფეხვქვეშ გაგვთელონ. აქ იქნება რეგისტრაციის შესაძლებლობა, ვინც დარჩებით გაიარეთ რეგისტრაცია, ასევე ჩვენც პოლიტიკური ლიდერებიც გავაკეთებთ გრაფიკს და იქნება ცხელი კეთილი და თავისუფალი წერტილი. ეს ადგილია საქართველოს აგორა, ყველა საბოლოოდ აქ სიმართლის სათქმელად და სიმართლის დასამტკიცებლად მოდის. რაც შეეხება 26 თებერვალს დაგეგმილ აქციას, მსვლელობა ფილარმონიიდან 15:00 საათის ნაცვლად 13:00 საათზე დაიწყება. იმის გამო, რომ აქტივისტებმა სახლში დაბრუნება შეძლონ“,- განაცხადა გიგი უგულავამ. 

ამავე თემაზე