2021-02-23 11:32:58
ნიკა მელიას დაკავება - (ვიდეო)

"ოფისიდან გადაღებული კადრი როგორ ტენიან ნიკა მელიას მანქანაში" – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი და აღნიშნულ ვიდეოს ავრცელებს სადაც ჩანს, თუ როგორ ხდება "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას დაკავება.

სამართალდამცველები ცოტა ხნის წინ „ნაცმოძრაობის“ ოფისის იმ ოთახში შევიდნენ, სადაც მელია იმყოფებოდა. მათ იქ მყოფი ხალხის წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

მელია ოფისიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

ასევე "ნაციონალური მოძრაობის" ოფისიდან სერვერები წაიღეს. პარტიის IT თანამშრომელმა ფორმულასთან საუბრისას აცხადებს, რომ როგორც პარტიის ინტერნეტით უზრუნველყოფის საშუალება, ისე ვიდეო კამერების ჩანაწერები ამ სერვერებზე იყო მობილიზებული. 

"ქსელის შიდა დამცავი სერვერი, რომელზეც ინფორმაცია იყო განთავსებული. სულ ყველაფერი წაღებულია, თუ რამე არსებობდა". - თქვა მან. 

ამავე თემაზე