2021-02-22 16:28:51
უფასო კოვიდ-დიაგნოსტიკა ბინაზე ანტიგენის დეტექციის სწრაფი ტესტით „სასწრაფო პედიატრის“ გამოძახების შემთხვევაში

სპეციალიზებული ბავშვთა სასწრაფო სამედიცინო დახმარება „პედიატრი“ პაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს „სასწრაფო პედიატრის“ გამოძახების შემთხვევაში კოვიდ-დიაგნოსტიკას ბინაზე მისვლით, სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს. აქციის ფარგლებში კოვიდ 19-ის სადიაგნოსტიკო კვლევა აშშ-ს მიერ აღიარებული მაღალი ხარისხის ანტიგენის დეტექციის სწრაფი ტესტით ტარდება, რომელიც მაღალი სანდოობით გამოირჩევა. სერვისით სარგებლობა კი სასწრაფო პედიატრის ბინაზე გამოძახებით ყოველ დღე, 24-საათის განმავლობაშია შესაძლებელი. ტესტის პასუხი ადგილზე, 15 წუთში ხდება ცნობილი, რაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

ამასთან, ტესტის განმეორებით ჩატარება ბოლო ტესტირებიდან 72 საათის გასვლის შემდეგ არის შესაძლებელი. კოვიდ 19-ის სადიაგნოსტიკო კვლევა კი, სურვილის შემთხვევაში,  გათვალისწინებულია ოჯახის ყველა წევრისთვის, მიუხედავად ასაკისა. შეთავაზების ფარგლებში „სასწრაფო პედიატრი“ პაციენტებს შესაძლებლობას აძლევს, ექიმ-პედიატრის ბინაზე მომსახურების სერვისით ისარგებლოს, რაც დამატებით კომფორტთან არის დაკავშირებული. აქცია მარტის ბოლომდე გრძელდება.  

აღსანიშნავია, რომ ბავშვებში ვირუსთან ასოცირებული გართულებების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, „პედიატრი“ აფართოებს სამიზნე ჯგუფებში კორონავირუსის დროულ და სწრაფ დიაგნოსტირებას. მით უმეტეს, კოვიდ-ინფექცია ბავშვებში არასტანდარტულად მიმდინარეობს. სასურველია, კოვიდ-დიაგნოსტიკა პატარებში პრაქტიკულად ნებისმიერი ჩივილის დროს (გულისრება, ჭირვეულობა, მუცლის ტკივილი, სიცხე, დიარეა, სისუსტე და სხვა) ჩატარდეს.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე: 16 112

ამავე თემაზე