2021-02-17 11:08:07
ხოშტარიამ, ჩამოიყვანა გავრილოვი საქართველოში – გოგა ხაინდრავა

„ნაცმოძრაობა“ ყოველთვის ატარებდა რუსეთის ინტერესებს საქართველოში. სააკაშვილი და ბიძამისი იყვნენ აქ რეზიდენტები – ისინი რუსეთის უშიშროების სამჭედლოში არიან გამოზრდილები. იქვე არის გამოზრდილი ელენე ხოშტარია, რომელმაც ჩამოიყვანა გავრილოვი საქართველოში – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

„არაერთხელ მაქვს ნათქვამი, რომ ეს პროცესი მხოლოდ საქართველოში არ მიდის. რუსეთს დაპყრობილი აქვს სამი მეზობელი ქვეყნის ტერიტორია – ზუსტად ანალოგიურად მიმდინარეობს ყველაფერი იქაც. ერთი „გავრილოვია“ უკრაინაში, „კრებითი გავრილოვი“ გვყავს აქ ფანჩატურში და ამას ვამბობ 2005 წლიდან. „ნაცმოძრაობა“ ყოველთვის ატარებდა რუსეთის ინტერესებს საქართველოში. სააკაშვილი და ბიძამისი იყვნენ აქ რეზიდენტები – ისინი რუსეთის უშიშროების სამჭედლოში არიან გამოზრდილები. იქვე არის გამოზრდილი ელენე ხოშტარია, რომელმაც ჩამოიყვანა გავრილოვი საქართველოში.

მთელი ამბავი, რომელიც მოხდა მაშინ, მისი მონაწილეობით იყო. ძნელად წარმომიდგენია, რომ როდესაც 1980-იანი წლების ბოლოს საბჭოთა დიპლომატიის სასწავლებლად მიდიხარ მოსკოვში, ის და გრიგოლ ვაშაძე, ხოლო დანარჩენები – სააკაშვილი, ბეჟუაშვილი და ვარშალომიძე წავიდნენ კიევში, იმავე სასწავლებელში. მეტსაც გეტყვით, მეორე კურსიდან რომ გააგდეს, უშიშროების ჯარში მსახურობდა და ჩემი თვალით მაქვს ნანახი, ფიცს როგორ კითხულობს… ჩვენ შეგვიძლია შედეგების მიხედვით დავინახოთ, რა გააკეთა რუსეთმა საქართველოში. მე ვიყავი ორი წლისა და რვა თვის განმავლობაში მოლაპარაკების ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა, როგორც ოკუპირებულ რეგიონებთან, ისე რუსეთთან. არც ერთი მოლაპარაკება არ გამართულა ჩემს გარეშე. აფხაზეთთან დაკავშირებით ჰქონდათ, რა თქმა უნდა, რაღაც გეგმები, მაგრამ აზრადაც არ ჰქონიათ არანაირი „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა“, – განაცხადა ხაინდრავამ.

ამავე თემაზე