2021-02-05 11:54:08
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია- ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის რეკომენდაციები

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია

თუ გადატვირთული გრაფიკი გაქვთ, დღის დიდი ნაწილის სამსახურში ატარებთ და ვარჯიშისთვის ან დასვენებისთვის დრო იშვიათად გრჩებათ, ამან შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.

შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ეს ხანგრძლივად არ გაგრძელდება. მაგრამ როცა საქმე თქვენს ჯანმრთელობას ეხება, არ უნდა გარისკოთ. ასეთ დროს განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ გულის დაავადებების მხრივ. როცა ჯანმრთელობაზე ზრუნვას ყოველთვის ნაკლებ პრიორიტეტს ანიჭებთ, არის საშიშროება, რომ სავალალო შედეგამდე მიხვიდეთ.

იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები საჭიროა მისი გამომწვევი მიზეზების ცოდნა. რისკ-ფაქტორები, რომლებიც ამ დაავადებების გაჩენას უწყობს ხელს არის:

  • დეპრესია
  • დიაბეტი
  • ალკოჰოლის ჭარბად მიღება
  • ასაკი (65 წელს გადაჭარბებულ ადამიანებში უფრო ხშირია)
  • ოჯახის ისტორია გული-სისხლძარღვთა დაავადებებზე
  • მაღალი არტერიული წნევა
  • მაღალი ქოლესტერინი
  • სტრესი
  • ჭარბი წონა
  • არაჯანსაღი კვება
  • ადინამია
  • თამბაქოს მოხმარება

იმისთვის რომ თავიდან ავიცილოთ :

  • იკვებეთ ჯანსაღად
  • რეგულარულად დაკავდეთ ფიზიკური აქტივობით
  • შეზღუდეთ ალკოჰოლის მიღება
  • აკონტროლეთ წნევა
  • შეინარჩუნეთ წონა
  • დიაბეტის შემთხვევაში, დაიცავით სწორი დიეტა და ცხოვრების წესი
  • სისხლში ქოლესტერინის რაოდენობა 200 მილიგრამი/დეცილიტრზე დაბალზე შეინარჩუნეთ
  • შეამცირეთ სტრესი
  • თავი დაანებეთ თამბაქოს მოხამრებას

ცხოვრების სტილის ცვლილებისთვის საჭიროა ფიზიკური აქტივობით დაკავება. რეკომენდებულია კვირაში 5 დღე დაკავდეთ 30-წუთიანი საშუალო დატვირთვის სავარჯიშოთი, როგორიცაა სწრაფი სიარული. კვირაში სამჯერ 20-20 წუთით ივარჯიშეთ უფრო მეტი დატვირთვით. მაგალითად, შეგიძლიათ ირბინოთ.

იმისთვის, რომ ვარჯიშს მეტი გავლენა ჰქონდეს თქვენს ჯანმრთელობაზე, საჭიროა ჯანსაღად იკვებოთ.

  • მიირთვით უმი ბოსტნეული, ხილი და მთლიანი მარცვლეულობა.
  • იკვებეთ მჭლე ხორცით და ქათმის ხორცი მიირთვით კანის გარეშე.
  • დღეში 6 გრამზე მეტი მარილი არ მიიღოთ.
  • თავი შეიკავეთ ნამცხვრებისა და მარგარინისგან.
  • კვირაში ორჯერ მაინც მიირთვით თევზეულობა.
  • ქალებისთვის დღეში ერთზე მეტი ჭიქა სასმელი არაა რეკომენდებული. კაცებისთვის ეს რიცხვი 2-ია.
  • რძის ნაწარმში დაბალცხიმიან ან უცხიმო პროდუქტებს მიანიჭეთ უპირატესობა

პირველივე სიმპოტომების გამოვლენისთანავე სასურველია მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს, ექიმ-კარდიოლოგს ან ანგიოლოგს.

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით :

ტელ :2 51 70 08

მის: ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5

 

ამავე თემაზე