2021-02-01 15:37:43
მომღერალი თემურ წიკლაური კორონავირუსით გარდაიცვალა

მომღერალი თემურ წიკლაური გარდაიცვალა, - ამის შესახებ მომღერლის შვილიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. კორონავირუსით ინფიცირების გამო, ის გორში, სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა.

თემურ წიკლაური 1946 წლის 22 იანვარს დაიბადა. 1972 წელს დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი. 1967 წლიდან იყო საქართველოს ფილარმონიის სოლისტი; 1967–1972წწ. ანსამბლ „ციცინათელას" წევრი, 1972 წლიდან ანსამბლ „ივერიას" სოლისტი.

მის რეპერტუარშია ქართველ კომპოზიტორთა სიმღერები, მათ შორის: „ჩემი თბილისი და ფიროსმანი", „საქართველოს მანანებო", „იყიდება საქართველო", „დინამო"; მიუზიკლები: არწივი (1980, „ჩხიკვთა ქორწილი"), მეფე აიეტი (1983, „არგონავტები"), გერვასი (1986, „თოვლის ბებოს ზღაპარი"), ნიკო ფიროსმანი (1995, „ფიროსმანი").

 

ამავე თემაზე