2021-01-14 12:40:45
მოსახლეობას არ უჩნდებოდეს განცდა, რომ ამ ქვეყანაში არსებობს მოქალაქეების იერარქია, არსებობენ უფრო მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი მოქალაქეები - რუსუდან გოცირიძე

სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები გურიაში რელიგიურ ნიადაგზე დაწყებულ დაპირისპირებაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ხედავენ. ვანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე აცხადებს რომ სახელმწიფოს ვალია, ყველას უფლება დაიცვას. 

"უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს ვალი არის, რომ არა უბრალოდ როცა ცეცხლი გაჩნდება მაშინ ჩააქროს და ყოველ შემთხვევაში, ცეცხლი როცა გაჩნდება, ისე უნდა ჩააქროს, რომ არ დააზიანოს ირგვლივ ყველა.

მეორეს მხრივ, სახელმწიფოს ვალია, რომ ყველას უფლება დაიცვას და სახელმწიფო გასცემდეს ისეთ გზავნილებს, მესიჯებს, ისეთი მიდგომებით საუბრობდეს, რომ მოსახლეობას არ უჩნდებოდეს განცდა, რომ ამ ქვეყანაში არსებობს მოქალაქეების იერარქია, არსებობენ უფრო მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი მოქალაქეები," – აცხადებს საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე.  

 

ამავე თემაზე