2021-01-11 19:59:53
ივანიშვილთან ვიყავი ოფისში პატარა შეხვედრა იყო და კალაძემ მოიყვანა გასაცნობად კობახიძე. პატარა მორცხვი ბიჭი - ბესელია

ეკა ბესელია ირაკლი კობახიძისა და ბიძინა ივანიშვილის გაცნობის დღეს იხსენებს და ამბობს მმართველი პარტიის მომავალი თავმჯდომარე ივანიშვილს კახა კალაძემ გააცნო:

,,ივანიშვილთან ვიყავი ოფისში პატარა შეხვედრა იყო ვიწრო წრეში და კალაძემ მოიყვანა გასაცნობად კობახიძე. პატარა მორცხვი ბიჭი წარუდგინა, რომ ეს არის ნიჭიერი ახალგაზრდა და პარტიაში რაღაც პროექტებზე იმუშავებდა - იხსენებს ბესელია "მთავარი არხის" ეთერში.

ცნობისთვის, ,,ქართული ოცნების" პოლიტიკურმა საბჭომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე დღეს წარადგინა.   

ამავე თემაზე