2021-01-08 20:03:49
ამნისტია დაახლოებით 1500-მდე მსჯავრდებულ პირს შეეხება – სარჯველაძე

ამნისტია დაახლოებით 1500-მდე მსჯავრდებულ პირს შეეხება – ამის შესახებ განცხადება, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

"დაახლოებით 1500 პატიმარს, უშუალოდ ვინც სასჯელს იხდის შეეხება ეს ამნისტია. დაახლოებით 6 000-ია რიცხვი იმ პირებისა, რომლებიც პრობაციის პირობებში იმყოფებიან და შესაბამისად, მათზე გავრცელდება ამნისტია სხვადასხვა ფორმით. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე გათვალისწინებული სისხლის სამართლის ჯარიმების ამნისტია შეეხება დაახლოებით 4 000 ადამიანს. ეს არის მნიშვნელოვანი ამნისტია მნიშვნელოვანი ფარგლებით. მომდევნო კვირაში დარჩენილია მესამე მოსმენით ამ კანონპროექტის განხილვა და იმედი მაქვს, პარლამენტი მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას". - ამბობს სარჯველაძე. 

ამავე თემაზე