2020-12-29 16:41:21
ცნობილი ფრანგი დიზაინერი პიერ კარდენი გარდაიცვალა

98 წლის ასაკში ცნობილი ფრანგი დიზაინერი პიერ კარდენი გარდაიცვალა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ოჯახის განცხადებით, დიზაინერი ნეიის საავადმყოფოში მკურნალობდა.

პიერ კარდენმა თავისი მოდის სახლი 1950 წელს დაარსა და დღეს უკვე 70-წლიანი ისტორია აქვს. ის ცნობილი იყო მისი ავანგარდული სტილით, უპირატესობას ანიჭებდა გეომეტრიულ ფორმებსა და მოტივებს. პიერ კარდენის ბიზნესი მსოფლიოს 110 ქვეყანაშია წარმოდგენილი. 

ამავე თემაზე