2020-11-20 20:25:20
ყველა მძევალი უვნებლად არის გათავისუფლებული და შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია - ვაჟა სირაძე

ღონისძიება წარმატებით დასრულდა, რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების და ასევე სპეციალური ოპერატიული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, ყველა მძევალი უვნებლად არის გათავისუფლებული და ასევე შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა.

როგორც სირაძემ აღნიშნა, ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

„რაც შეეხება მოთხოვნებს, ეს ყველასთვის კარგად ცნობილია, გავრცელდა კიდეც მედიასაშუალებებით და შესაბამისად, დამატებით დეტალებს მოგახსენებთ მოგვიანებით“, – განაცხადა ვაჟა სირაძე.

ამავე თემაზე