2020-11-20 18:57:26
"ვისაც გული შეგტკივათ საქართველოზე, გავერთიანდეთ, გამოდით და თქვით თქვენი სიტყვა" - მიკროსაფინანსოზე თავმდასხმელის პოლიტიკური მოთხოვნები

თავდამსხმელმა მძევლის მეშვეობით Facebook-ზე ლაივი ჩართო და ტელევიზიებს მოუწოდა, ვიდეო გაავრცელონ. მას მოთხოვნები პოლიტიკოსებთან აქვს. 

წერეთლის გამზირზე, ამ დროისთვის დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული. მათ გზის სავალი ნაწილი აქვთ გადაკეტილი და მოქალაქეებს, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდებარე კორპუსებში ცხოვრობენ, გადაადგილების საშუალება დროებით შეზღუდული აქვთ.

ამ დრომდე უცნობია, რა მოთხოვნები აქვს თავდამსხმელს.

საპატრულო პოლიციის უფროსის ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ერთი თავდამსხმელია შეჭრილი და მას 9 მძევალი ჰყავს აყვანილი. 

ამავე თემაზე