2020-11-16 15:33:42
ორსულთა ჰიპერტენზია - ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის რეკომენდაციები

ორსულობის დროს მაღალი არტეიული წნევა (ჰიპერტენზია) ორმაგ საშიშროებას ქმნის, რადგან ის ვნებს როგორც დედას ასევე ნაყოფს, გესტაციული ჰიპერტენზია წარმოადგენს უდიდეს რისკს როგორც თავად ორსულის ასევე ნაყოფის ჯანრთელობისათვის.

რას წარმოადგენს მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია) ?            

გულის მთავარი ფუნქციაა გადაისროლოს   სისხლის ის რაოდენობა, რომელიც ყველა მოცემულ მომენტში ორგანიზმს ესაჭიროება. მას შემდეგ რაც სისხლი მთლიანიად სისხლძარღვებში მოხვდება, აგრძელებს მოძრაობას უზარმაზარ სისხლძარღვოვან ქსელში.  სისხლის მოძრაობის მთავარ მამოძრავებელ ძალას სისხლძარღვის სხვადახვა მონაკვეთში წნევათა სხვაობა წარმოადგენს. ნორმალური არტერიული წნევად მიჩნეულია < 140/90 მმ.ვწ.სვ მაგრამ ზოგჯერ წნევის ეს მაჩვენებელი უფრო მაღალ ციფრებს აღწევს, ამას არტერიული ჰიპერტენზია ჰქვია.

რით განსხვავდება მაღალი წნევა ორსულ და არაორსულ ორგანიზმში? 

ორსულობის პერიოდში განვითარებული მაღალი არტერიული წნევა განსაკუთრებულ რისკს წარმოადგენს როგორც დედისთვის ისე ნაყოფისათვის და განაპირობებს გართულებების განვითარებას მშობიარობამდე, მშობიარობის დროს და მის შემდეგ.

ორსულთა მაღალი არტერიული წნევა უარყოფით გავლენას ახდენს პლაცენტის განვითარებაზე, რითაც იზღუდება ნაყოფისათვის ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიწოდება. ამას კი თავის მხრივ მივყავართ ნაადრევ მშობიარობამდე, ნაყოფის ნორმაზე დაბალ წინამდე, პლაცენტის აშრევებასა და სხვა მნიშნელოვან დაღვევებამდე, რომლებიც უშუალოდ ნაყოფის განვითარებას უკავშირდება. ის ორსულთა დაახლოებით 10 % გვხვდება.

ორსულთა ჰიპერტენზიის სახეები:         

არსებობს ორსულობასთან დაკავშირებული ჰიპერტენზიის რამოდენიმე სახეობა. მათი დაყოფა ხდება იმის და მიხედვით თუ რა სახის დაზიანებებს იწვევს  ჰიპერტენზია ორსულში და ნაყოფში:

  • ქრონიკურლი ჰიპერტენზია: მაღალი არტერიული წნევა ორსულობამდე.
  • ქრონიკული ჰიპერტენზია დართული პრეეკლამფსიით: პრეეკლამპსია1 , ხშირად ვითარდება იმ ორსულებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ მაღალი არტერიული წნევა ორსულობამდეც.
  • გესტაციული ანუ ორსულთა ჰიპერტენზია: როდესაც არტერიული წნევის მაღალი ციფრები ვლინდება გვიან ორსულობაში, მაგრამ მას არ ახლავს პრეეკლამფსიის ნიშნები.ზოგირთ  ორსულში შესაძლებელია განვითარდეს შემდგომში პრეეკლამპსიაც.
  • პრეეკლამპსია: ვითარდება ორსულობის მეორე ნახევარში. ვლინდება არტერიული წნევის მატებით, შარდის ანალიზში ცილის გაჩენითა და ზოგადი შეშუპებით. აღნიშნულ მდგომარეობას შეუძლია სხვა ორგანოების დაზიანებაც. არანამკურნალევი პაციენტები ხშირად მიდიან ეკლამპსიამდე (კრუნჩხვა).

ვის აქვს ორსულთა ჰიპერტენზიის განვითარების მაღალი რისკი?

ქალბატობები რომლებსაც ორსულთა ჰიპერტენზიის განვითარების მომატებული კისკი აქვთ:

  • <20 წ ან > 40  წ
  • ქრონიკული ჰიპერტენზიის მქონე (ვისაც ორსულობამდეც აღენიშნებოდა არტერიული წნევის მაღალი ციფრები)
  • წინამორბედ ორსულობებშიც გამოუვლინდათ მაღალი არტერიული წნევის ციფრები და/ან პრეეკლამპსიის ნიშნები.
  • აქვთ გესტაციური (ორსულთა ჰიპერტენზიის) ოჯახური ანამნეზი
  • აქვთ დიაბეტი ან ორსულთა დიაბეტი
  • აქვთ აუტოიმუნური დაავადება, მაგალითად მგლურა
  • აქვთ თირკმლის ქრონიკული დაავადება
  • ორსულობა მრავლობითი ნაყოფით
  • in vitro განაყოფიერება

რა საშიშროების წინაშე დგას მაღალი არტერიული წნევის მქონე ორსული?

  • ეკლამპსია (კრუნჩხვა)
  • ინსულტი
  • თირკმლის დროებითი ანუ მწვავე უკმარისობა
  • ღვიძლის პრობლემები
  • სისხლის შედედების პრობლემები
  • პლაცენტის აშრევება: მდგომარეობა როდესაც პლაცენტა შორდება საშვილოსნოს კედელს. მძიმე გართულებაა, რომელიც საშიშროებას უქმნის ნაყოფის სიცოცხლეს საკვები ნოვთირებების და ჟანგბადის მიწოდების მოშლის თვალსაზრისით და უდიდეს საფრთხეს უქმნის დედას სისხლდენის განვითარების თვალსაზრისით.
  • ნაადრევი მშობიარობა
  • საკეისრო კვეთა

როგორია ორსულთა ჰიპერტენზიის მკურნალობა?

ორსულობაში მაღალი არტერიული წნევის განვითარებისას, მისი მკურნალობის სტრატეგია და მეთოდი დამოკიდებულია ჰიპერტენზიის ხარისხზე, მიზეზსა და დაწყების დროზე. ყველა ოსრული, ვისაც აღენიშნება არტერიული წნევის მაღალი ციფრები, საჭიროებს უფრო მკაცრ  მეთვალყურეობას, რაც თავის თავად გულისხმობს უფრო ხშირ ვიზიტებს ექიმთან, ექოლოგიურ კველვასა  და სისხლის სხვა და სხვა სახის ანალიზებს და სხვა სახის გამოკვლევებს (მაგალითად ნაყოფის გულისცემის მონიტორინგი).

რეკომენდაციები მაღალი არტერიული წნევის მქონე ორსულებისათვის. იმისათვის რომ თქვენი მშობიარობა იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო საჭიროა:

  • თქვენი ექიმის მიერ მოწოდებული დანიშნულების ზედმიწევნით შესრულება.
  • პრენატალური ვიზიტების განრისგის დაცვა
  • თუ თქვენი ექიმი საჭიროთდ მიიჩნევს მშობიარობის დაჩქარება
  • ჯანსაღი კვება ( განსაკუთრებით ნატრიუმის დაბალი შემველობის მქონე დიეტა)
  • ფიზიკური აქტივობა. მისი ხარისხის განხაზღვრა ექიმთან შეთანხმებით

თამარ გაფრინდაშვილი

 MD კარდიოლოგი

ამავე თემაზე