2020-10-17 20:02:32
ქვეყანას მობეზრდა ოცნება, ქვეყანას ყელში ამოუვიდა ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქია და ტყუილები - უგულავა

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ისანში, გიორგი ვაშაძის მხარდასაჭერ შეხვედრაზე მივიდა და მოსახლეობას მოუწოდა, რომ ისნის მაჟორიტარულ ოლქში გიორგი ვაშაძეს დაუჭირონ მხარი.

უგულავას თქმით, დღეს ქვეყანაში მომწიფებულია ცვლილებები და ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად სწორედ ერთიანობაა საჭირო. უგულავამ "ევროპული საქართველოს" მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ ისნის მაჟორიტარულ ოლქში მხარი გიორგი ვაშაძეს დაუჭირონ.

„ქვეყანაში მომწიფებულია ცვლილებები, ქვეყანა ელის გარდამტეხ ცვლილებებს, ქვეყანას მობეზრდა ოცნება, ქვეყანას ყელში ამოუვიდა ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქია და ტყუილები. აქ, ისანში, ჩემს საყვარელ რაიონში, კარგად იგრძნობა  ენთუზიაზმი ამ ცვლილებების. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სწორედ გიორგი ვაშაძეა ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ისანში და მე მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ევროპული საქართველოს ყველა ამომრჩეველს, ჩემს მეგობრებს, რომლებიც ისნის ამ ოლქში ცხოვრობენ, დაუჭირონ მხარი სწორედ გიორგი ვაშაძეს ისნის მაჟორიტარად. ის ამ რაიონს ძალიან კარგად იცნობს, ის არის ენერგიული ადამიანი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ისნელებისთვის ის იქნება მართლაც ღირსეული და მძლავრი ხმა პარლამენტში. ასე, რომ მეგობრებო, მოგიწოდებთ, ისნის  მაჟორიტარულ ოლქში დაუჭიროთ მხარი გიორგი ვაშაძეს.“ - განაცხადა უგულავამ.

ამავე თემაზე