2020-10-16 19:35:44
ხელისუფლება, შესაძლოა, ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებდეს გარეჯს - მეუფე გიორგი

ხელისუფლება, შესაძლოა, ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებდეს გარეჯს - ამის შესახებ განცხადება, მარენულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგიმ მთავარ არხთან საუბრისას გააკეთა.

"საარჩევნოდ გარეჯის საკითხის წამოწევა, იმ დროს მით უმეტეს, როდესაც რეგიონში ასეთი ვითარებაა, შესაძლოა ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდეს. არასახელმწიფოებრივი მიდგომა, რომ ჰქონდათ წინა ხელისუფლებასაც და თუნდაც, დღევანდელ ხელისუფლებასაც, ამ რვა წლის განმავლობაში, გარეჯთან მიმართებაში ეს ცალსახაა და ეს ასე არის, მაგრამ დღეს, რაც შეეხება გამოძიებას, ჩემი აზრი არის, რომ ალბათ, ამ პიროვნებების, ასე რომ არ გამძაფრებულიყო ეს საკითხი, პატიმრობის გარეშეც შეიძლებოდა გამოძიების წამართვა, ესე ვფიქრობ,-ამბობს მეუფე. შესაძლოა, დღევანდელი ხელისუფლება ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდეს დავით გარეჯის საკითხს, - ამბობს მეუფე გიორგი.

ამავე თემაზე