2020-10-15 11:47:52
დონალდ ტრამპის 14 წლის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

დო­ნალდ ტრამ­პის 14 წლის ვაჟს, ბა­რონს, კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის პირ­ველ­მა ლე­დიმ მე­ლა­ნია ტრამპმა გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ბა­რონს ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სიმპტო­მე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და და გან­მე­ო­რე­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტის პა­სუ­ხიც ნე­გა­ტი­უ­რი იყო.

შვი­ლის და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტმა აი­ო­ვა­ში, ამომ­რჩე­ველ­თან წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის დრო­საც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ბა­რო­ნი ახლა კარ­გად არის და მისი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა არის იმის მა­გა­ლი­თი, რა­ტომ უნდა გა­იხ­სნას სკო­ლე­ბი.

„ისი­ნი ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან, მათი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა ძლი­ე­რია და ვირუსს იგე­რი­ე­ბენ. და­აბ­რუ­ნეთ ბავ­შვე­ბი სკო­ლა­ში,“ - აღ­ნიშ­ნა ტრამპმა.

შე­გახ­სე­ნებთ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ კო­რო­ნა­ვირუ­სი პრე­ზი­დენ­ტსა და პირ­ველ ლე­დი­საც და­უ­დას­ტურ­დათ. დო­ნალდ ტრამპმა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სამი დღე გა­ა­ტა­რა. მისი და მე­ლა­ნია ტრამ­პის გან­მე­ო­რე­ბი­თი ტეს­ტე­ბის პა­სუ­ხე­ბი უარ­ყო­ფი­თი იყო. 

ამავე თემაზე