2020-10-14 17:24:09
უცებ მოგვევლინა საქართველოს ამაყ შვილად, ესეც არის დიდი თამაშის ნაწილი, რომელიც იმართება რუსეთიდან - ვაშაძე დავით ხიდაშელზე

უცებ მოგვევლინა საქართველოს ამაყ შვილად, ესეც არის ჩემი აზრით დიდი თამაშის ნაწილი, რომელიც იმართება რუსეთიდან - ამის შესახებ განცხადება, სტრატეგია აღმაშენებლის პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა. ვაშაძე ეჭვობს, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენები რუსეთიდან იმართება.

"ჩემთვისაც მაღალი ეჭვის შემცველია ის ფაქტი, რომ რუსეთიდან იმართება ეს ყველაფერი. რატომ? გუშინ რომ კაცი გამოჩნდა უცებ საქართველოს გადამრჩენი, ეს ადამიანი [დავით ხიდაშელი] რუსეთთან არის კავშირში. ფორმულას ჰქონდა მის წარსულთან დაკავშირებით დეტალური განხილვები. ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება. ეს ბატონი უცებ რომ მოგვევლინა საქართველოს ამაყ შვილად, ესეც არის ჩემი აზრით დიდი თამაშის ნაწილი, რომელიც იმართება რუსეთიდან", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამავე თემაზე