2020-10-13 19:08:11
კრიშტიანო რონალდოს კორონავირუსი დაუდასტურდა

პორტუგალიის ნაკრებისა და „იუვენტუსის“ ფორვარდს, კრიშტიანო რონალდოს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ ინფორმაციას გამოცემა „ა ბოლა“ ავრცელებს.

რონალდომ 11 ოქტომბერს პორტუგალიის ნაკრების მაისურით საფრანგეთის წინააღმდეგ ითამაშა (0:0). მატჩის შემდეგ ჩატარებული ტესტირების შემდეგ მას კორონავირუსი აღმოაჩნდა. რონალდო თვითიზოლაციაშია.

პარალელურად ტესტირება ჩაუტარდა პორტუგალიის ნაკრების ყველა ფეხბურთელს, რომლებსაც უარყოფითი პასუხი მოუვიდათ. შესაბამისად, 14 ოქტომბერს შვედეთთან მატჩს გადადება აღარ ემუქრება. თუმცაღა, პორტუგალიელები ლიდერის გარეშე ითამაშებენ.

ამავე თემაზე