2020-10-12 11:43:32
სეზონური გრიპი და ვაქცინაცია- ვივო მედიქალ ჯგუფის რჩევები

სეზონური გრიპი და ვაქცინაცია- ვივო მედიქალ ჯგუფის რჩევები.

სეზონური გრიპი

გრიპი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული ინფექციაა. გრიპის სეზონური ეპიდემია ყოველწლიურად 3-5 მილიონ მძიმე შემთხვევას იწვევს მსოფლიოში

სეზონური გრიპის ვირუსი ყოველწლიურად ცირკულირებს, რაც განაპირობებს ადამიანთა გრიპით ავადობას. ზომიერი კლიმატური სარტყლის ქვეყნებში გრიპი ხასიათდება სეზონურობით (ზამთრის პერიოდში). გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე ხდება ხველით, ვირუსით კონტამინირებულ ნივთებთან ან ზედაპირებთან შეხებისას. სეზონური გრიპი ხასიათდება როგორც მსუბუქი, ისე მძიმე სიმპტომატიკით, შესაძლოა მოყვეს ლეტალური გამოსავალიც განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში

მაღალი რისკის ჯგუფებს წარმოადგენენ ორსულები, მოხუცები, ბავშვები, სუსტი იმუნური სისტემის და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.

გრიპის ვირუსის სხვადასხვა ტიპის ცირკულაციის გამო ადამიანები შესაძლოა ყოველწლიურად გახდნენ სეზონური გრიპით ავად, აქედან გამომდინარე ხორციელდება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა და პერიოდული განახლება.

სიმპტომები

გრიპის კლინიკური სიმპტომატიკა და დიაგნოსტიკა ადამიანის სეზონურ გრიპზე სავარაუდო შემთხვევად ითვლება პაციენტი, რომელსაც აღენიშნება დაავადების მწვავედ დაწყება, ხველა, ცხელება >380C, კუნთების და/ან თავის ტკივილი და ეპიდემიოლოგიური კავშირი გრიპთან

დაავადების დასაწყისში შეიძლება აღინიშნოს შემცივნება, ცხელება, თავის ტკივილი, მიალგია.

დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა შემცივნებით, ოფლიანობით. დაავადების მსუბუქი მიმდინარეობისას სხეულის ტემპერატურა 38 0C- ზე მეტად არ იწევს, ხანგრძლივობა–1-2 დღეა. საშუალო სიმძიმის მიმდინარეობისას 39 0C -მდე მატულობს და ხანგრძლივობა 2-3 დღეა. მძიმე მიმდინარეობისას 39-40C-ზე მეტია და 4-5 დღე გრძელდება.

ვლინდება საერთო სისუსტით, ოფლიანობით, კუნთებში და სახსრებში ტეხვის შეგრძნებით და/ან ტკივილით, თავის ტკივილით, ტკივილით თვალების ლატერალური მოძრაობისას

რბილი სასის და ხახის უკანა კედლის, ცხვირის ლორწოვანი გარსის ჰიპერემიაა, კონიუნქტივის ინიცირება, სურდო, ხველა, ცრემლდენა, სინათლის შიში და ა.შ.

ვირუსული პნევმონია ჩვეულებრივ იწყება ტიპური გრიპის სიმპტომებით, რასაც მოსდევს პროგრესირებადი ცხელება, ხველა, დისპნოე, ციანოზი, რაც მოზრდილთა რესპირატორულ დისტრეს სინდრომს შეესაბამება. პაციენტებს (ხშირად მოხუც ან ქრონიკული კარდიოვასკულური ან მეტაბოლური დაავადებების ფონზე) აქვთ კლასიკურად მიმდინარე გრიპი, რის ფონზეც კლინიკური გაუმჯობესების შემდეგ ადგილი აქვს ცხელებას, რასაც ახლავს ბაქტერიული პნევმონიის ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა ხველა ნახველით.

რატომ უნდა ავიცრათ?

გრიპის პროფილაქტიკა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად გრიპის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებად ითვლება გრიპის საწინააღმდეგო ვაქციანაცია. რეკომენდებულია ვაქცინაციის ჩატარება გრიპის სეზონის დაწყებამდე (გრიპის სეზონი იწყება წლის მე-40 კვირიდან) როგორც მინიმუმ 2 კვირით ადრე, რადგანაც ეს არის ის საშუალო პერიოდი, რომელიც საჭიროა აცრის შემდგომი იმუნიტეტის გამომუშავებისთვის. გრიპის საწინააღმდეგო აცრა რეკომენდებულია ყველა ასაკობრივ ჯგუფში (ბავშვებში 6 თვიდან), განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე პირებისთვის. რისკის ჯგუფებს წარმოადგენენ: ორსულები, მოხუცები, ბავშვები, სუსტი იმუნური სისტემის და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.

ჩვენ ვზრუნავთ იყოთ დროულად ინფორმირებული და დაცული.

ვაქცინციის შესახებ ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 2 10 44 44

#აიცერიდაიყავიდაცულიპანდემიისპირობებში

ამავე თემაზე