2020-09-23 18:18:48
შეშფოთებული ვარ იმ ძალადობრივი ინციდენტების გამო, რასაც საარჩევნო კამპანიის დროს აქვს ადგილი - გერმანიის ელჩი

ყურადღებით ვაკვირდებით ძალადობრივ ინციდენტებს, ეს ჩემს შეშფოთებას იწვევს - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი შეფასებით, ყველა პარტიამ უნდა ცხადყოს, რომ ის ძალადობას მხარს არ უჭერს და ეს მათ ერთობლივად და ერთხმად უნდა გააკეთონ.

„ შეშფოთებული ვარ იმ ძალადობრივი ინციდენტების გამო, რასაც საარჩევნო კამპანიის დროს აქვს ადგილი ამა თუ იმ საარჩევნო ოლქში, როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში. მაგალითად, პარტიის აქტივისტების ცემის ფაქტები, პარტიის ოფისების დარბევა. ეს რა თქმა უნდა, შეშფოთების საფუძველს იძლევა და ასეთი ფაქტების თავიდან ასაცილებლად პარტიებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ.

რამდენიმე დღის წინ პარტიებმა პარტიებმა ხელი მოაწერეს ქცევის კოდექსს, რომელიც საარჩევნო კამპანიის დროს სიძულვილის ენისა და ძალადობის თავიდან აცილებას ითვალისწინებს.

ყველა პარტიამ უნდა ცხადყოს, რომ ის ძალადობას მხარს არ უჭერს და ეს ყველა პარტიამ ერთობლივად და ერთხმად უნდა გააკეთოს“, - განაცხადა ელჩმა.      

ამავე თემაზე