2020-09-16 19:23:56
შაქარაშვილის დედა ექვსი არასრულწლოვნის საქმეზე დაზარალებულის სტატუსით გამოიკითხება

ადვოკატების შუამდგომლობის მიუხედავად, გიორგი შაქარაშვილის დედა თამარ შალვაშვილი, დაზარალებულის სტატუსით ექვსი არასრულწლოვნის საქმეზე გამოიკითხება. ბრალდებულების ადვოკატებმა თამარ შალვაშვილის მოწმედ გამოკითხვაზე უარი თქვეს, თუმცა პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და გიორგი შაქარაშვილის დედა დასაკითხ მოწმეთა სიაში დარჩა.

„დაცვის მხარემ დღევანდელ პროცესზე დააყენა შუამდგომლობა, არ დაკითხულიყო გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის დედა, თუმცა აღნიშნული ქალბატონი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ არის ცნობილი, მათ შორის, ძალადობისა და თავდასხმის ნაწილშიც და როგორც დაზარალებულს, ისევე დაზარალებულის უფლებამონაცვლეს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს და მისი პოზიცია მოსმენილი იქნეს. აღნიშნული ქალბატონი ბრალდების მხარის მოწმეთა სიაში იყო და ბრალდებამ მიზანშეწონილად ჩათვალა, ის სასამართლოს წინაშე მოწმედ გამოცხადებულიყო და მისი პოზიცია მოეხსენბინა“, – განაცხდა საქმის პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა.

ამავე თემაზე