2020-09-16 19:09:38
თუ პრობლემებს დროულად არ აღმოვაჩენთ, მათზე შესაბამისი რეაგირება ვერ მოხდება – ტიკარაძე

თუ პრობლემებს დროულად არ აღმოვაჩენთ, მათზე შესაბამისი რეაგირება ვერ მოხდება – ამის შესახებ სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პირიქით უნდა ვისაუბროთ პრობლემებზე. თუ პრობლემებს დროულად არ აღმოვაჩენთ, შესაბამისი რეაგირება მათზე, რა თქმა უნდა, ვერ მოხდება. პრობლემები არის და პრობლემები კიდევ იქნება, რა თქმა უნდა, ამისთვის მზად ვართ და ამაზე საუბარი სირცხვილი არაა. ნებისმიერ ქვეყანაში არის სირთულეები და კოვიდინფექცია თავისთავად რთულ პათოლოგიას წარმოადგენს. დღეს მხოლოდ პრობლემებზე ვსაუბრობდით და ასევე დავგეგმეთ კონკრეტული პრობლემების გამოსავალი“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ამავე თემაზე