2020-09-16 17:58:30
ნავალნის მოწამვლა ერთადერთი შემთხვევა არ არის - მსგავსი მაგალითები საქართველოსა და უკრაინაში, სირიასა და სოლსბერიში ვიხილეთ – ევროკომისიის პრეზიდენტი

ნავალნის მოწამვლა ერთადერთი შემთხვევა არ არის - მსგავსი მაგალითები საქართველოსა და უკრაინაში, სირიასა და სოლსბერიში ვიხილეთ – ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის მოწამვლა ერთადერთი შემთხვევა არ არის და რუსეთის ქცევა არ იცვლება.

„მივმართავ მათ, ვინც რუსეთთან მჭიდრო კავშირების მომხრეა. მე ვამბობ, რომ ალექსეი ნავალნის ქიმიური აგენტით მოწამვლა ერთადერთი შემთხვევა არ არის. ჩვენ მსგავსი მაგალითები საქართველოსა და უკრაინაში, სირიასა და სოლსბერიში და მთელ მსოფლიოში არჩევნებში ჩარევებში ვიხილეთ. რუსეთის ქცევა არ იცვლება და ამას ვერც ერთი მილსადენი ვერ შეცვლის“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.

ამავე თემაზე