2020-09-16 17:43:55
უაღრესად დასაფასებელია, როდესაც ისეთი პატივსაცემი ორგანიზაციის კვლევებს ვეცნობით, როგორიცაა Edison Research – დეგნანი

უაღრესად დასაფასებელია, როდესაც ისეთი პატივსაცემი ორგანიზაციის კვლევებს ვეცნობით, როგორიცაა Edison Research – ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი მედიასთან წინასაარჩევნო კვლევების მნიშვნელობაზე საუბრობს. 

"გამოკვლევები, თავისთავად, ძალიან მიშვნელოვანია. უაღრესად დასაფასებელია, როდესაც ისეთი პატივსაცემი ორგანიზაციის კვლევებს ვეცნობით, როგორიცაა Edison Research. როგორც ვიცი, IRI-საც ექნება წინასაარჩევნო კვლევები. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, არა მხოლოდ მოსახლეობისთვის, არამედ პოლიტიკური პარტიებისთვისაც, რათა შეიტყონ ამომრჩევლების პრიორიტეტების შესახებ, თუ რა აწუხებთ ყველაზე მეტად ქართველებს და საკუთარი პოლიტიკური პლატფორმა ქართველი ხალხის მოთხოვნებს შეუსაბამონ.

შესაბამისად, გამოკითხვის შედეგები კარგი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობენ, უაღრესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ", - ამბობს დეგნანი

ამავე თემაზე