2020-07-14 09:45:42
ქუჩური გარჩევა დიღომში-დაჭრილია ერთი პირი

დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე ერთი პირი დაჭრეს - შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

დაჭრილი ღუდუშაურის კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.როგორც კლინიკაში აცხადებემ, დაშავებულს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ამავე თემაზე