2020-06-30 18:30:59
გამოდის, რომ საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით მთელი ეს პერიოდი მთავრობა გვატყუებდა - აბსნაძე

გამოდის, რომ საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით მთელი ეს პერიოდი მთავრობა გვატყუებდა- ასე აფასებს ანალიტიკოსი ჯანდაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით, თეონა აბსნაძე, მთავრობის გადაწვეტილებას საზღვრების გახსნის თარიღის გადადებასთან დაკავშირებით. 

„ახლა უკვე როცა ევროკავშირი გვიხსნის საჰაერო საზღვრებს, ჩვენ რეალურად არ გვაქვს ბერკეტი და არ გვაქვს მზაობა იმისთვის, რომ მასობრივი ფრენები გავაკონტროლოთ. როცა დიდი პრეზენტაცია იყო და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი და ჩვენ ყველანაირი სტანდარტების დაცვით მივიღებდით ტურისტებს, რა ხდებოდა მთელი ამ პროცესის განმავლობაში, რას გულისხმობდა ეს ყველაფერი როდესაც დღეს უკვე დღეს 30 ივნისს გვეუბნებიან, რომ ბერკეტი არ აქვთ და არ იციან როგორ გააკონტროლონ. გამოდის, რომ მთელი ეს პერიოდი გვატყუებდნენ“, - განაცხადა აბსნაძემ.

ამავე თემაზე