2020-06-30 18:23:13
ონლაინ საქმიანობისთვის ჟურნალისტს ირანში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

ონლაინ საქმიანობისთვის ჟურნალისტს ირანში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. გამოძიება დაკავებულს 2017 წელს ქვეყანაში ანტი-სამთავრობო აქციების გაღვივების ხელშეწყობაში ადანაშაულებს.

ჟურნალისტი, რომელიც გარკვეული პერიოდი პარიზში ცხოვრობდა, ინფორმაციას თავის ტელეგრამ გვერდზე აქვეყნებდა. ის დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებმა ირანში დაბრუნების შემდეგ დააკავეს და იმავე მუხლით გაასამართლეს, რომელსაც ჯაშუშობისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეებში იყენებენ. როდის გამოიტანა სასამართლომ განაჩენი, ოფიციალური თეირანი არ ახმაურებს.

 

 

"ფორმულა ნიუსი"

ამავე თემაზე