2020-06-30 18:06:07
ევროკავშირის საბჭომ 14 ქვეყნის საზღვრების გახსნა ოფიციალურად დაამტკიცა, მათ შორის საქართველოცაა

ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე პირველი ივლისიდან შესვლა შეეძლებათ.

სია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, 14 ქვეყანას შორის არის საქართველოც.

როგორც ევროკავშირის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული სია ყოველ ორ კვირაში გადაიხედება და გარემოებების მიხედვით განახლდება.

ევროკავშირი საზღვრებს გაუხსნის: საქართველოს, მონტენეგროს, სერბეთს, კანადას, ურუგვაის, ალჟირს, ტუნისს, მაროკოს, რუანდას, ავსტრალიას, ახალი ზელანდიას, იაპონიას, სამხრეთ კორეასა და ტაილანდს.

ევროკავშირის საბჭო რეკომენდაციას აძლევს წევრ სახელმწიფოებს, რომ აღნიშნული ქვეყნებისთვის საზღვრები გახსნას.

ცნობისთვის,სიაში მეთხუთმეტე ქვეყანაა ჩინეთი, თუმცა ევროკავშირი საზღვარს იმ პირობით გახსნის, თუ ჩინეთიც ასევე გაუხსნის საზღვარს ევროკავშირის მოქალაქეებს.

ამავე თემაზე