2020-06-26 19:57:00
ასე რაღაცნაირად „ჯიგრულად“ ხდება, რომ 100 მილიონი ბიუჯეტიდან პოლიტიკური ელიტარული კორუფციის გზით ქრება - კობერიძე

ასე რაღაცნაირად „ჯიგრულად“ ხდება, რომ 100 მილიონი ბიუჯეტიდან პოლიტიკური ელიტარული კორუფციის გზით ქრება - ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ლევან კობერიძემ განაცხადა.

„როდესაც კონკრეტიკაზე გეკითხებით, რომ 100 მილიონი, 200 მილიონი ბიუჯეტიდან მოპარულია და დაბრუნებული არ არის. მეთანხმებით, რომ თქვენი პრემიერობის დროს ბევრი დრო გავიდა და ცდილობთ ეს თანხები მოაქციოთ ბიუჯეტში, მაგრამ არ გამოდის. პასუხი, რომელსაც იძლევით, რომ დაყადაღებულია. თქვენ ჩემზე უკეთ იცით, რომ ეს დაყადაღებული ქონება არაფერ კავშირშია ბიუჯეტში ამ თანხების დაბრუნებასთან. ასე რაღაცნაირად ჯიგრულად ხდება, რომ 100 მილიონი ბიუჯეტიდან პოლიტიკური ელიტარული კორუფციის გზით ქრება. ეკონომიკა ზუსტი მეცნიერებააო, რომ ამბობთ. ოქსფორდის და კემბრიჯის პროფესორები რომ დაიქირავეთ, იმათ არ გაუმხილოთ რა ეს ძალიან გთხოვთ. უხერხული იქნება“, - განაცხადა კობერიძემ.

ამავე თემაზე