2020-06-26 19:23:50
თარგმანში დაკარგულს ჰგავს ხოლმე და მერე ბოდიშის მოხდა უწევს - ბოკერია გერმანიის ელჩზე

თარგმანში დაკარგულს ჰგავს ხოლმე და მერე ბოდიშის მოხდა უწევს - ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს" ერთ ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გააკეთა, რითა გამოეხმაურა, საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ გიორგი რურუა 8 მარტის შეთანხმებაში ნახსენები არ არის.

"ვუთანაგრძნობ მას, უკვე მერამდენედ უნდა გაეხვიოს ეგეთ შარში, არ ვიცი. თარგმანში დაკარგულს ჰგავს ხოლმე და მერე ბოდიშის მოხდა უწევს. ჩვენს მთელ პარტიას ბოდიში მოგვიხადა, შეცდომაში შემოყვანეს 20 ივნისზეო, ხომ გახსოვთ აქ რომ მოიყვანა მთავრობამ? ასე რომ, ზოგჯერ გამოცდილება არ ჰყოფნით ხოლმე დიპლომატებს და შარში ეხვევიან. ვუთანაგრძნობ მას ამ გაუგებრობის და შარის გამო, რომელშიც თვითონ გაეხვია და სხვა ელჩებიც გახვია. რაღაცნაირად ახლა უნდა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან," - განაცხადა ბოკერიამ.

ამავე თემაზე