2020-05-22 18:49:51
ოპონენტები პიროვნულ დაპირისპირებაში გადაყვანას ცდილობენ, ხეპრული განცხადებებიც იყო - ვოლსკი

ოპონენტები პიროვნულ დაპირისპირებაში გადაყვანას ცდილობენ, ხეპრული განცხადებებიც იყო - ეს განცხადება ქართული ოცნების დეპუტატმა გია ვოლსკიმ ოპოზიციის მისამართიდ გააკეთა, რომელიც ეწინააღდეგება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე მთავრობისთვის რიგი შეზღუდვების განხორციელების უფლების მინიჭებას. 

"ჩვენი ოპონენტები, რატომღაც ამ საკითხის პიროვნულ დაპირისპირებაში გადაყვანას ცდილობენ. კანონპროექტის განხილვისას ხეპრული განცხადებებიც იყო, მაგრამ ფაქტია, რომ თუკი რაიმე შეთანხმებაზე მივალთ და საზოგადოებისთვის გადაწყვეტილების საუკეთესო ვარიანტს მივიღებთ კარგი იქნება,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი. 

მთავრობას პარლამენტის გარეშე შეზღუდვების დაწესება კონკრეტულ ლოკაციებზე დროებით და 15 ივლისამდე შეეძლება - ასეთია კანონპროექტის საბოლოო ვერსია.

ამავე თემაზე