2020-05-22 18:40:40
ეს არის კონტრაქტის ნაწილი პოლიტიკური სარგებელისთვის - ბოკერია ტყის კოდექსზე

ეს ნაბიჯი, ისევე როგორც წარსულში გადადგმული ნაბიჯები, არის რაღაც კონტრაქტის ნაწილი პოლიტიკური სარგებელისთვის - ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს" ერთ ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გააკეთა.

„ეს ნაბიჯი, ისევე როგორც წარსულში გადადგმული ნაბიჯები, არის რაღაც კონტრაქტის ნაწილი პოლიტიკური სარგებელისთვის. ეს არის ყველასთვის ძალიან ცუდი, მათ შორის გრძელვადიანად ნებისმიერი მსხვილი კონფესიისთვის, როგორიც მართლმადიდებლური ეკლესიაა. პრინციპიალურად, ღირებულებითად და პრაგმატულად, ქვეყნისთვის საზიანოა ეს ყველაფერი“, - განაცხადა ბოკერიამ.

ამავე თემაზე