2020-05-22 18:34:06
ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ანაკლიის კონსორციუმთან მთელი საგა არის იმის შედეგი, რომ ლობირებენ კლანურ, ჩხარტიშვილის ინტერესებს, რაც ხელს აძლევს რუსეთსაც - ჭიაბერაშვილი 

ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ანაკლიის კონსორციუმთან მთელი საგა არის იმის შედეგი, რომ ლობირებენ კლანურ, ჩხარტიშვილის ინტერესებს, რაც ხელს აძლევს რუსეთსაც - ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, მთავრობა, რომელიც იმოქმედებდა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მოახერხებდა - ფოთის და ანაკლიის პორტები ერთმანეთის კონკურენტებად კი არ ექცია, არამედ ჩაეყენებინა ქვეყნის სამსახურში.

„მთავრობის და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ანაკლიის კონსორციუმთან მთელი საგა არის იმის შედეგი, რომ ისინი ლობირებენ კლანურ, ჩხარტიშვილის ინტერესებს, რაც ხელს აძლევს რუსეთსაც. ასე სარგებლობს რუსეთი და კლანები, თუმცა ზიანდება ქვეყნის მოსახლეობის ინტერესები. მთავრობა, რომელიც იმოქმედებდა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მოახერხებდა - ფოთის და ანაკლიის პორტები ერთმანეთის კონკურენტებად კი არ ექცია, არამედ ჩაეყენებინა ქვეყნის სამსახურში", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ამავე თემაზე