2020-05-22 18:26:20
მასკარადი კი არა, სირცხვილია, როდესაც ასეთი კანონპროექტი გამოდის - ჩუგოშვილი

მასკარადი კი არა, სირცხვილია, როდესაც ასეთი კანონპროექტი გამოდის - ამის შესახებ განცხადება, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა.

„გუშინ რაც იყო შემოთავაზებული, ის იყო მიუღებელი. მასკარადი კი არა, სირცხვილია, როდესაც ასეთი კანონპროექტი გამოდის. თუნდაც რა სახითაც ახლა ვხედავ არ მიმაჩნია გამართულად და სრულად საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში. თუმცა, ბევრად უფრო მეტი საფრთხე იქნებოდა და ბევრად უფრო მეტი წინააღმდეგობა მექნებოდა, ეს რომ ყოფილიყო უვადო ჩანაწერი“, - განაცხადა ჩუგოშვილმა. 

ამავე თემაზე