ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსეთმა არამარტო უარი თქვა მინსკთან თანამშრომლობაზე რაკეტის შემუშავების საკითხებში, არამედ არ დათანხმდა ბელარუსისთვის პოლიგონის გამოყოფაზე. ამის შესახებ RIA წერს.
ლუკაშენკომ მინსკის მახლობლად, მაჩულიშში, სამეცნიერო-წარმოების შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიის ექსპერიმენტალურ-ტესტირების ადგილს ეწვია, სადაც ასევე აუწყეს ქვეყანაში სარაკეტო მეცნიერების განვითარების შესახებ. ლუკაშენკოს უთხრეს, რომ მიმდინარეობს მუშაობა შეიარაღებაზე, რომელსაც 300 კილომეტრის მოშორებით მდებარე სამიზნეებზე შეუძლია იერიშის მიტანა.
ამ რაკეტის შესამოწმებელი ადგილებად განიხილება პოლიგონები ჩინეთში, ყაზახეთში, უზბეკეთში და საუდის არაბეთში. როგორც სახელმწიფოს მეთაურს აცნობეს, რუსული მხარეს არ სურს უზრუნველყოს თავისი სატესტო ადგილები ტესტირებისთვის.
,,ეს არის სიგნალი, რომ ჩვენს მეზობელს ჩვენტან ერთად არათუ არ სურს, რომ რაკეტა შეიმუშაოს, არამედ ისიც არ უნდა, რომ მის გამოსაცდელად პოლიგონნი დაგვითმოს…” - თქვა ბელარუსის პრეზიდენტმა. ლუკაშენკომ თქვა, რომ რუსების წინასე მუხლებზე დგომა საჭირო არ არის.